გვერდი 11 დან 25 [წინა გვერდი] [შემდეგი გვერდი]
ყოჩაღ ტყუპებო და ყველა ვინც ამ საქმეში შრომა ჩადეთ, მართლაც რომ კარგი ადამიანები ხართ. ძალიან გამიხარდა რომ გვერდი გაგიახლებიათ და იმედი მაქვს კიდევ ბევრ საინტერესო თემებს დაამატებთ რაც აინტერესებს ქართული კულტურის და ხელოვნების მოყვარულ ხალხს. ვფიქრობ ეს საიტი ასევე დიდი იმედის და შვების მიმცემი იქნება განსაკუთრებით იმ ქართველებისთვის ვინც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. მე ყოველთვის მჯეროდა თქვენი ნიჭის, შრომის და პატიოსნების, გფარავდეთ ღმერთი !!! წარმატებებს გისურვებთ. ო.კ. Added: June 3, 2013
Excellent! Hello peoples of Colchis!!!! Added: May 13, 2013
ძალიან მომეწონა თქვენი საიტი.მართლაც ბევრი გიმუშავიათ მაგრამ უფრო ბევრი უნდა იყოს,ეტყობა ჩემსავით ხალხური სიმღერის მოყვარულები ხართ.მე პირადად ფანდურზე ვუკრავ და ძალიან მინდა რომ უფრო მეტი გავიგო ვიდეო გაკვეთილებით.მაქვს სოფელი ლეჩხუმში სადაც ფანდური,ჩონგური,ჩანგი და სხვ გავრცელებულია და მინდა რომ ვიცოდე როგორ მზადდება ფანდური (ვიდეოთი რომ ვუყურო) გისურვებთ ყველაფერ კარგს და წარმატებას! Added: April 7, 2013
არაჩვეულებრივი საიტია, ძალიან მომეწონა, გისურვებთ წარმატებებს! პ.ს. ვამაყობ,რომ ჩემი სიძე ხარ! Added: March 30, 2013
შესანიშნავი ნამუშევარია, რაც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი და დაუღალავი შრომის ფასად იქნა მიღწეული. საამაყოა, რომ ასეთი სახით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი კულტურის წარმოჩინება, თუმცა ამავე დროს ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და ქართველმა ხალხმა შევისწავლოთ ჩვენი ხალხური სიმღერა, ინსტრუმენტები და ყველაფერი რაც ჩვენს ტრადიციებს უკავშირდება. მაშინ იქნება საქართველო თავისი ქართველებით "უკვდავი"! მიხარია, რომ საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის შემოქმედებითი და ინტელექტუალური, და რაც მთვარაია ეს ყველაფერი არის უსასყიდლოდ... საიტის ავტორები ნამდვილად მეცენატი და ქველმოქმედი ადამიანები არიან! ვუსურვებ მათ ღვთის წყალობას და მრავალ წარმატებას! Added: March 27, 2013
ჩემი უსაყვარლესი ვებ გვერდი Added: March 26, 2013
ყოჩაღ ბიჭებო, კარგი ნააზრევი და ნამუშევარია. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას თქვენნაირი მშრომელი, პატიოსანი და პატრიოტი ახალგაზრდა Added: March 22, 2013
გაიხარეთ!!! მაგარი ბიჭები ხართ! Added: March 19, 2013
გვერდი 11 დან 25 [წინა გვერდი] [შემდეგი გვერდი]