ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები წარმოდგენილია სიმებიან, ჩასაბერ, კლავიშებიან და დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფებად.

სიმებიანი საკრავები იყოფა: ჩამოსაკრავ და ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. ჩამოსაკრავს განეკუთვნება ფანდური, ჩონგური და ჩანგი; ხემიანს კი - ჭუნირი და აბხარცა.

ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემ-სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, დუდუკი, ზურნა, გუდასტვირი, ჭიბონი, პილილი.

კლავიშებიანს განეკუთვნება: ბუზიკა, წიკო-წიკო და გარმონი.

დასარტყამ საკრავებში შედის: დოლი, დაირა, დიპლიპიტო, დაფდაფი, წინწილა. ამგვარად, ქართული ხალხური საკრავები შემდეგნაირად დაჯგუფდება:

 

სიმებიანი საკრავები

 

ჩამოსაკრავი

მოსაზიდი

ხემიანი

ფანდური

ჩანგი

ჭუნირი

ჩონგური

ბას-ფანდური

აბხრცა

   

ჩასაბერი საკრავები

 

ენიანი სალამური

ჭიბონი

გუდასტვირი

უენო სალამური

ლარჭემ-სოინარი

პილილი

ზურნა

ბუკი

დუდუკი

   

დასარტყამი საკრავები

 

დოლი

დაირა

წინწილა

 

დიპლიპიტო

 

 

 

კლავიშებიანი საკრავები

 

ბუზიკა

გარმონი

წიკო-წიკო

 

* იხ. საიტზე გამოყენებული ტერმინების განმარტება

 

დასაწყისი

ქართული ხალხური საკრავების გავრცელება

დააჭირეთ და არ აუშვათ თქვენთვის სასურველ კუთხეს. ფანჯარა ამოძრავეთ სათაურის ზოლის საშუალებით.