მოგესალმებით, ბატონებო, გმადლობთ კეთილი სურვილებისათვის. თქვენი თხოვნების შესაბამისად საიტზე განვათავსეთ თანამედროვე ქრომატული (კლასიკური, 12 ლადიანი) ფანდურის აკორდები. შევეცადეთ რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად წარმოგვედგინა აკორდული სისტემა. რომელიც დაგეხმარებათ დამოუკიდებლად შეისწავლოთ ფანდურზე დაკვრა.

ფანდურის აწყობა
“ჯორაკი” ფანდურზე აუცილებლად მონიშნულ ადგილას დააყენეთ.

მონიშვნის არ ქონის შემთხვევაში სმენით უნდა გაასწოროთ ფანდურის წყობა. ამისათვის 12-ე ლადში უნდა აიღოთ “ოქტავა” (ანუ ნებისმიერ სიმზე თითებ აღებული) ჟღერადობა და შემდეგ მეთორმეტე ლადში (თითებ დადებული) სიმის გამოკვრისას მიღებული ხმა ერთი და იმავე ნოტს უნდა ჰქმნიდეს.

არის შემთხვევები როდესაც მთლად იდეალური არაა ფანდური, ამ შემთხვევაში მივმართავთ ძალიან მარტივ და მოსახერხებელ ხერხს. სახაზავის საშუალებით გავზომავთ პირველი ლადიდან მე-12 ლადამდე მანძილს და იგივე მანძილი უნდა იყოს მე-12 ლადიდან ფანდურის ჯორაკამდე. მოვნიშნავთ და დავაყენებთ ჯორაკს თავის ადგილზე. ამის შემდეგ შეგვიძლია გადავამოწმოთ სმენით, არის თუ არა გასწორებული ფანდური.

ფანდურის სიმების წყობა ქვემოდან ზემოთ არის: “მი - E”, “დო-ძიეზ - C#”, “ლა - A”. ფანდურის სიმების ხმა უნდა ემთხვეოდეს შესაბამისი კლავიშის ჟღერადობას. თუ სამივე ნოტი სწორად დასვით, ფანდური უკვე მზადაა დასაკრავად. ფანდურის გასწორებაში დაგეხმარებათ ნებისმირი ამწყობი პროგრამა. ჩვენ ვიყენებთ AP Tuner 3.07-ს.

აკორდების ციფრულ დასახელებებში გამოვიყენეთ დიდი ლათინური ასოები, რომელთაც ჟღერადობის ხასიათის გამოსახატავად დამატებული აქვთ სხვადასხვა სიმბოლოები. ჩვეულებრივ დიდი ლათინური ასოები აღნიშნავენ შემდეგ ნოტებს:
C - დო, D - რე, E - მი, F - ფა, G - სოლ, A - ლა, B - სი. სქემებზე მითითებული რიცხვები კი მიუთითებენ ლადების რიგითობას.

# - დიეზი - ამაღლებული აკორდი. დიეზი ამაღლებს აკორდში შემავალ ყველა ბგერას ნახევარი ტონით.
b - ბემოლი - დადაბლებული აკორდი. ბემოლი ადაბლებს აკორდში შემავალ ყველა ბგერას ნახევარი ტონით.

აკორდები ჟღერადობით მრავალნაირია. მათ დამატებული აქვთ პატარა ლათინური ასოები და ციფრები, რომლებიც განსაზღვრავენ აკორდის ჟღერადობის ხასიათს. მაგალითად:
C - დო მაჟორი - ყოველგვარი დამატების გარეშე აღნიშნავს მაჟორულ ჟღერადობას. მაჟორი არის მხიარული ჟანრის აკორდი.
Cm - დამატებული პატარა „m“ ნიშნავს, რომ აკორდი მინორულია. ის კი სევდიანი ჟანრის გამომხატველი აკორდია.
C7 - მაჟორული სეპტაკორდი.
Cm7 – მინორული სეპტაკორდი.

ძირითადი აკორდები
- მიუთითებს აკორდის სქემებზე, თუ რომელი სიმის, რომელ წყობაზე უნდა იყოს თითი დაჭერილი. თითი უნდა დაეჭიროს სიმზე ისე, რომ დაჭერის კუთხე გრიფის ზედაპირთან უნდა იყოს მიახლოვებული მართობულთან, რათა არ მოხდეს სხვა სიმებთან თითის შეხება, რაც გამოიწვევს მათი ჟღერადობის ჩახშობას.

ფანდურის თითებ აღებული სიმები A - ლა მაჟორი
B - სი მაჟორი 2 ლადში
C - დო მაჟორი 3 ლადში
D - რე მაჟორი 5 ლადში
E - მი მაჟორი 7 ლადში
F - ფა მაჟორი 8 ლადში
G - სოლ მაჟორი 10 ლადში
A - ლა მაჟორი 12 ლადში
აკორდების მომზადებაში დაგვეხმარა დავით გურგუჩიანი.

დასაწყისი