პილილი გავრცელებულია აჭარაში. მასზე სრულდება საცეკვაო და სალაღობო სიმღერები. საცეკვაო სიმღერებში პილილს უკრავენ დოლთან ერთად, სალაღობო სიმღერებში - აყოლებენ ხმას. პილილის ძირითადი ნაწილებია: ღერო(1) და წიპილი(2). ღერო დაახლოებით 25-30სმ სიგრძის მილია, რომელზეც გაკეთებულია 5-7 ნახვრეტი. წიპილი პატარა მილია, რომლის სიგრძეც სასურველ ჟღერადობაზეა დამოკიდებული. პილილის ღერო მზადდება ტყემლის ან დიდგულას ხისგან.
პილილი
ძველად, წიპილიც დიდგულას ხისგან მზადდებოდა, დღეს კი ამისათვის ბამბუკს იყენებენ. პილილის ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში.

პილილის წყობა: des 1-es 1-f 1-ges 1-as 1-b 1-c 2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასაწყისი