01.05.2014

თქვენივე თხოვნით, ასევე გაკვეთილების ჩანართს დავამატეთ სიმღერა "სულიკოს" აკორდები. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სხვა სიმღერების აკორდების დამატებაც.

07.04.2014

ჩვენო მეგობრებო, თქვენი დიდი თხოვნით საიტს დაემატა ფანდურის აკორდები.

10.12.2013

განახლდა ქართული ხალხური საკრავების გავრცელების რუკა.

დააჭირეთ და არ აუშვათ თქვენთვის სასურველ კუთხეს. ფანჯარა ამოძრავეთ სათაურის ზოლის საშუალებით.

01.12.2013

განათლების სამინისტროს დაკვეთით მზადდება სასწავლო შემეცნებითი პროგრამები დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის - www.buki.ge. ცნობილია მათი შექმნილი რამოდენიმე პროგრამა: ბუნება, ხელოვნება, მათემატიკა, ვისწავლოთ ქართული და სხვა. დასრულდა მუშაობა ახალ პროგრამაზე მუსიკის განხრით, ინფორმაციული უზრუნველყოფა განხორციელდა ჩვენი საიტის მეშვეობით. ეწვიეთ ბუკის გვერდს www.buki.ge

5.10.2013

ფოტოგალერეას დაემატა ახალი სურათები.

14.09.2013

დავასრულეთ მუშაობა მთიულური ფანდურის სპეც-შეკვეთაზე. ფანდური ორიგინალურია თავისი დიზაინით. მსგავსი ფანდური დაცულია თბილისის ხალხური საკრავების მუზეუმში და გამოირჩევა სხვა კუთხის ფანდურებისაგან, რადგან მასზე გავლენა იქონია მთაში ფართოდ გავრცელებულმა საკრავმა ბალალაიკამ. ჩვენს მიერ დამზადებული ფანდურის რეზონატორი უფრო დიდია. საკრავის ფორმას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. საკრავი ჭრილით ებჯინება შემსრულებლის თეძოს და მასზე დაკვრა მეტად მოსახერხებელია.

10.09.2013

ჩვენს საიტს ყავს ახალი მეგობარი, მურად თავართქილაძე, ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატი, ჭიბონის ოსტატი და შემსრულებელი.

20.07.2013

სტუმარი ესპანეთიდან. 2013 წლის აგვისტოში საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა ეთნომუსიკით დაინტერესებული, ვიჩენს მარტი. იგი მოყვარული მუსიკოსია და ამჯერად მისი დაინტერესების სფერო ქართული ხალხური საკრავები და სიმღერა იყო. ვიჩენს მარტი გაეცნო ქართულ ხალხურ მუსიკალურ ტრადიციებს, შემოიარა თითქმის მთელი საქართველო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილებები ასახა საკუთარ ბლოგში.

01.04.2013

საიტს დაემატა მრავალი საინტერესო მასალა. განახლდა და მნიშვნელოვნად დაიხვეწა დიზაინი. რაც ყველაზე მთავარია, მან შეიძინა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შინაარსი. ვეცდებით საიტი უმოკლეს პერიოდში შევავსოთ სასარგებლო და საჭირო მასალებით. გმადლობთ, რომ გვეწვიეთ. გისურვებთ წარმატებებს.

 

დასაწყისი

ქართული ხალხური საკრავების გავრცელება

დააჭირეთ და არ აუშვათ თქვენთვის სასურველ კუთხეს. ფანჯარა ამოძრავეთ სათაურის ზოლის საშუალებით.