მოგესალმებით! მოხარული ვართ, რომ ეწვიეთ ჩვენს მოკრძალებულ საიტს. საიტი ფუნქციონირებს 2003 წლიდან და ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო რესურსი შევქმენით ქართული ხალხური მუსიკისა და საკრავების მოყვარულთათვის. იმედს ვიტოვებთ ხშირად გვესტუმრებით. სამუშაო ჯგუფთან ერთად ვეცდებით საიტი მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი იყოს.

ჩვენი საიტი მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება და გარკვეულწილად ხელი შეუწყოს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების პოპულარიზაციას.

ძირითადად, ჩვენ ვეყრდნობით პრაქტიკოს-ხელოვნებათმცოდნეების, ცნობილი შემსრულებლებისა და საკრავების ოსტატების გამოცდილებას, ასევე ლიტერატურას, რომელშიც ასახულია სხვადასხვა მეცნიერ-მკვლევარების მიერ მოპოვებული მასალები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქართული საკრავების განვითარების გზები, თითოეული მათგანის ადგილი ქართველი ხალხის მუსიკალურ ყოფაში, მათი დამზადების და გამოყენების ტრადიციები.

ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შექმნილი საიტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ფართო საზოგადოება გაეცნობა თბილისის ქართული ხალხური საკრავების სახელმწიფო მუზეუმის, თბილისის გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ქუთაისის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმის უნიკალურ ფონდებში დაცულ საკრავების ნიმუშებს.

ვებ გვერდზე მოცემული მასალა შეგროვებულია სხვადასხვა სამეცნიერო-ისტორიულ ლიტერატურაზე დაყრდნობით. აქ მოყვანილი მასალები ძირითადად ორიგინალურია, გარკვეული ნაწილი გადამუშავებული სახით მოპოვებულია ხალხური საკრავების ოსტატებისაგან, ასევე შემდეგი წყაროებიდან:

გამოყენებული გვაქვს შემდეგი ლიტერატურა:
- დ. არაყიშვილი, "ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა". თბილისი: ტექნიკა და შრომა, 1940.
- მ. შილაკაძე, "ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა". თბილისი: მეცნიერება, 1970.
- დ. ალავიძე, "ქართული და საქართველოში გავრცელებული ხალხური მუსიკალური საკრავები". თბილისი: ხელოვნება, 1978.
- ი. ჯავახიშვილი, "ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები". თბილისი: ფედერაცია, 1938.

ჩვენი სამუშაო ჯგუფის წევრები არიან:
- ლევანი ბრეგვაძე - იდეის ავტორი და ვებ პროგრამისტი.
- როლანდი ბრეგვაძე - ვებ გვერდის ინგლისური და რუსული ვერსიების შემუშავება.
- დათო გურგუჩიანი - ხალხური სიმღერისა და საკრავების ოსტატი. საიტის კონსულტანტი.
- დავით ნემსვერიძე - ხალხური სიმღერისა და საკრავების ოსტატი.
- მაიზერ გაზდელიანი - მრავალი საერთაშორისო ფესტივალის კონკურსის ლაურეატი, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “ქუთაისი”-ს სოლისტი და დირიჟორი, რომელიც ასევე არის ქართული ხალხური საკრავების დამზადების ოსტატი.

ჩვენი გულწრფელი მადლიერება გვინდა გამოვხატოდ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

თანადგომისათვის მადლობას ვუხდით თბილისის ხალხური საკრავების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს ბატონ რევაზ კოტრიკაძეს, გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორს დავით კიკნაველიძეს, ქართული ხალხური საკრავების დამზადების ოსტატს მაიზერ გაზდელიანს. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ანსამბლ "ადილა"-ს თანამშრომლობისათვის.

მნიშვნელოვნად დაგვეხმარა აწ გარდაცვლილი ბატონი კაკო ლაშქარაშვილი (თბილისი), რომელიც კონსულტაციებს გვიწევდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ბატონი კაკო გახლდათ ხალხური საკრავების უბადლო ოსტატი.

განსაკუთრებულად გვინდა ავღნიშნოთ ბატონი ლევან ირემაძე (ხობი, სოფ.ძვ.ხიბულა) - ხალხური საკრავების ბრწყინვალე ოსტატი, რომელიც მხარში გვედგა და გვიწევდა კონსულტაციებს მთელი პროექტის განმავლობაში.

ასე რომ დატკბით და ისიამოვნეთ ჩვენი საიტით! ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგისმინოთ, დაგეხმაროთ და მივიღოთ თქვენი წინადადებები და შენიშვნები.

 

 

დასაწყისი