:: პილილი
პილილი გავრცელებულია აჭარაში. მასზე სრულდება საცეკვაო და სალაღობო სიმღერები. საცეკვაო სიმღერებში პილილს უკრავენ დოლთან ერთად, სალაღობო სიმღერებში - აყოლებენ ხმას. პილილის ძირითადი ნაწილებია: ღერო(1) და წიპილი(2). ღერო დაახლოებით 25-30სმ სიგრძის მილია, რომელზეც გაკეთებულია 5-7 ნახვრეტი. წიპილი პატარა მილია, რომლის სიგრძეც სასურველ ჟღერადობაზეა დამოკიდებული. პილილის ღერო მზადდება ტყემლის ან დიდგულას ხისგან.
პილილი
პილილი
პილილი
პილილი
უკან დაბრუნება
:: ფოტო გალერეა
[1] [2] [3] [4]
დასაწყისი